მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გადაყენებას არ შეეცდება
ფრანგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოგების შემთხვევაში ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გადაყენებას არ შეეცდება.
„პატივს ვცემ ინსტიტუტებს; არ მოვუწოდებ ინსტიტუციური ქაოსისკენ, უბრალოდ, კოჰაბიტაცია იქნება“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში.
დასავლური მედიის შეფასებით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება ერთგვარი შემოწმება, შეძლებს თუ არა მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატებას.
„ვერაფერი შემიშლის ხელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში“, – აღნიშნა მარინ ლე პენმა.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისს და 7 ივლისს ჩატარდება.