მარინ ლე პენი აცხადებს, რომ არჩევნებში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების შემთხვევაში, ახალი მთავრობის შემადგენლობაში ყოფნას არ აპირებს
პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით, არჩევნებში პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ახალი მთავრობის შემადგენლობაში ყოფნას არ აპირებს. ამის შესახებ ლე პენმა „ფრანს ინტერთან“ საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, შეეცდება თუ არა „ეროვნული გაერთიანება“ მთავრობის შექმნას, თუ ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ლე პენმა აღნიშნა, რომ უმრავლესობა აუცილებელი იქნება.
„ცხადია, ჩვენ ვერ დავთანხმდებით მთავრობაში გადასვლას, თუ გადაწყვეტილებების მიღება არ შეგვეძლება. ჩვენ გვინდა მმართველობა“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ ის თავად არ გეგმავს მთავრობაში შესვლას და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეობას არ აპირებს.
„მე ვიქნები დეპუტატთა ჯგუფის სათავეში“, – განაცხადა ლე პენმა.
ლე პენმა ასევე აღნიშნა: „მაკრონი თუ გადადგომას გადაწყვეტს, ჩვენ ამ საპრეზიდენტო ბრძოლაში დიდი ენთუზიაზმით შევალთ“.
პარტია „ეროვნული გაერთიანება“ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად პარტიის ამჟამინდელი ლიდერის, 28 წლის ჯორდან ბარდელას წარდგენას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, თავად ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს.