მარიხუანის მწარმოებელი კომპანია შესაძლოა, „ევერტონის“ სატიტულო სპონსორი გახდეს
მარიხუანის მწარმოებელი კომპანია შესაძლოა, „ევერტონის“ სატიტულო სპონსორი გახდეს

მილიარდერ ალკი დევიდის კომპანია Swissx შეიძლება „ევერტონის“ სატიტულო სპონსორი გახდეს, – დაწერა გაზეთმა „სანმა“. ალკი დევიდი მარიხუანის წარმოებაში ამერიკელის მოკრივის მაიკ ტაისონის პარტნიორია.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ევერტონთან“, რათა ჩვენი ბრენდის სახელი მაისურის წინა მხარეს განთავსდეს. ისინი ჩემთან შემოვიდნენ კონტაქტში და ჩვენ დიზაინის რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ.

როცა პირველად ჩამოვედი ინგლისში, ყველა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ან „ლივერპულს“ გულშემატკივრობდა, ყველა წითლებში იყო გამოწყობილი. მე კი პირიქით, ლურჯი ფერი მომწონდა, ამიტომაც შემთხვევით დავიწყე „ევერტონის“ გულშემატკივრობა, თან მათი ემბლემა მომეწონა. ასე რომ, აქ არის თავისებური მისტიკა“, – განაცხადა დევიდმა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ Swissx-ს, შესაძლოა, „ბარსელონას“ სტადიონის „კამპ ნოუს“ სახელწოდებაზე უფლება შეეძინა.