„ბაიერნი“ ლევანდოვსკის ნაცვლად რიშარლისონის შეძენას ფიქრობს #1TVSPORT
„ბაიერნი“ ლევანდოვსკის ნაცვლად რიშარლისონის შეძენას ფიქრობს #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“, შესაძლოა, „ევერტონისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი რიშარლისონი შეიძინოს. გერმანიის ჩემპიონის რიგებში მან რობერტ ლევანდოვსკი უნდა შეცვალოს.

33 წლის პოლონელი ზაფხულში „ბაიერნის“ დატოვებას და „ბარსელონაში“ გადასვლას აპირებს. გერმანული კლუბის ხელმმღვანელობას არ სურს მისი გაშვება, მაგრამ სწავლობს შესაძლო ვარიანტებს თავისი ბომბარდირის შესაცვლელად.

„ბაიერნს“უკვე ჰქონდა კონტაქტი ბრაზილიელის აგენტებთან.

25 წლის რიშარლისონის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროს შეადგენს. მისი კონტრაქტი „ევერტონთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამ სეზონში მან პრემიერლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.