„ტოტენჰემმა“ რიშარლისონის შეძენა დაადასტურა #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ რიშარლისონის შეძენა დაადასტურა #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ევერტონიდან“ ფორვარდი რიშარლისონი შეიძინა, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება. კონტრაქტის მოქმედების ვადა 2027 წლის ზაფხულამდეა. ხელშეკრულების სხვა დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა, ასევე იმ თანხის ოდენობა, რომელიც ლონდონელებმა ფეხბურთელში გადაიხადეს.

„ევერტონი“ დაინტერესებული იყო ბრაზილიელის გაყიდვით, რადგან ლივერპულელებმა შეძლეს ფინანსურ ფეარ პლეისთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

რიშარლისონი ინგლისში 2017 წლიდან თამაშობს, როცა „ფლუმინენსედან“ „უოტფორდში“ გადავიდა. 2018 წლიდან ის „ევერტონის“ ფეხბურთელი იყო. გასულ სეზონში პრემიერლიგაში ფორვარდმა 30 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.