„ტოტენჰემმა“ რიშარლისონთან კონტრაქტი შეათანხმა - ტრანსფერი პარასკევამდე განხორციელდება #1TVSPORT
„ტოტენჰემმა“ რიშარლისონთან კონტრაქტი შეათანხმა - ტრანსფერი პარასკევამდე განხორციელდება #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემი“ ახლოს არის „ევერტონიდან“ ფორვარდ რიშარლისონის გადაბირებასთან, – ამის შესახებ იტყობინება Sky Sports.

წყაროს ინფორმაციით, ლონდონელები უახლოესი ორი დღის განმავლობაში გეგმავენ ტრანსფერის დახურვას. მხარეები აგრძელებენ მოლაპარაკებებს და მათი პოზიციები მაქსიმალურად დაახლოებულია.

თავის მხრივ, „ევერტონი“ დაინტერესებულია ბრაზილიელის პარასკევამდე გაყიდვით, როცა კლუბის ფინანსური წელი დასრულდება. ამით ლივერპულელები შეძლებენ ფინანსურ ფეარ პლეისთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ტოტენჰემმა“ უკვე შეათანხმა რიშარლისონთან პირადი კონტრაქტის დეტალები.

გასულ სეზონში პრემიერლიგაში ფორვარდმა 30 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.