მარიკა კვალიაშვილი - არ ვიცი, რა მიხარია ასე ძალიან, რომ ცრემლი მადგება, საქართველოს პირველ არხს ვულოცავ შესანიშნავ შენობაში დაბინავებას
არ ვიცი, რა მიხარია ასე ძალიან, რომ ცრემლი მადგება, გილოცავთ შესანიშნავ შენობაში დაბინავებას, თქვენთან ყოფნა ერთი დიდი ბედნიერებაა, – ამის შესახებ კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა განაცხადა.
მარიკა კვალიაშვილი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
„პირველივე დღიდან მახსოვს ტელევიზიის გახსნა. ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან ხშირად გვიწვევდნენ ხოლმე, მეც სულ პატარა გოგო ვიყავი და იქიდან მოყოლებული, თქვენ გვერდზე დგომა, თქვენთან ყოფნა ერთი დიდი ბედნიერებაა“, – განაცხადა მარიკა კვალიაშვილმა.
საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.