მარიამ ქვრივიშვილი - პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ შესაძლებლობას იძლევა, გავხდეთ ერთ-ერთი უნიკალური  მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით
მარიამ ქვრივიშვილი - პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ შესაძლებლობას იძლევა, გავხდეთ ერთ-ერთი უნიკალური მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით

იმუშავე საქართველოდან“ – ეს იქნება მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ ინოვაციური პროექტი ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიისთვის, – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აპლიკაცია, რომლითაც პროექტით დაინტერესების შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა ისარგებლონ, საკმაოდ მარტივი და გასაგებია.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა აძლევს 95 -ზე მეტი ქვეყნის მოქალაქესა და ბინადრობის მქონე ადამიანს შესაძლებლობას საქართველოში იმოგზაუროს, იმუშაოს დისტანციურად და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვნად, აღმოაჩინოს ის უნიკალური ტურისტული ლოკაციები და ადგილები, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. პროცესი როგორ წარიმართება -აღნიშნული ქვეყნების სამი კატეგორიის ადამიანი, იქნება ეს თვითდასაქმებული, მუდმივად, სრული განაკვეთით დასაქმებული თუ მეწარმე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ stopcov.ge-ზე არსებული აპლიკაციით ისარგებლონ, შეავსონ განაცხადი. ველები საკმაოდ მარტივია, გასაგებია, რაც გულისხმობს ადამიანებიის პირადი ინფორმაციის შევსების ველებს. ასევე ადამიანებმა არგუმენტირებულად და უნდა დაასაბუთონ, რომ მათ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, უზრუნველყონ საქართველოში ყოფნის პერიოდში ყველა ის საცხოვრებელი გადასახადები, რომლებიც თან სდევს ამ პროცესს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა, აქვთ ოჯახის წევრებთან ერთად იმოგზაურონ.

„ამავდროულად, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად ხელი შეგვეწყო ტურისტული ინდუსტრიის ამ რთული პერიოდის განმავლბოაში განვითარებისთვის, აღნიშნულ ადამიანებს აქვთ საშუალება იმოგზაურონ ოჯახის წევრებთან ერთად, იქნება ეს პარტნიორი, მეუღლე თუ შვილები. ამავდროულად, რა თქმა უნდა, სავალდებულოს ვხვდით 12- დღიან კარანტინს, რომლის ხარჯებსაც თავად აანაზღაურებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და რა თქმა უნდა, სავალდებულო იქნება ჯანრმთელობის დაზღვევა იმ კონკერტული პერიოდით, რა პერიოდშიც ეს ადამიანები იმოგზაურებენ საქართველოში. ჩვენ უკვე არაერთხელ გვქონდა სამუშაო შეხვედრები ტურიზმის ინდუსტრიასთან, აღნიშნული პროექტის დამუშავების პროცესში. მოხარულები ვართ, რომ 30-მდე სასტუმრომ გამოხატა ინტერესი, ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში, როგორც კომერციული საკარანტინე სივრცე, რაც რა თქმა უნდა, მათ ბევრად მეტ ფინანსურ სარგებელს მისცემს, ვიდრე ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო საკარანტინრე პროექტი. ტესტირების მეცამეტე დღეს ადამაინები უკვე ხდებიან სრულფასოვანი ტურისტები, უკვე შეუძლიათ იქირაონ ბინები, მოეწყონ კომოფრტულ გარემოში, იმუშაონ დისტანციურად და იმოგზაურონ საქართველოში ხანგრძლივად. აღნიშნული პროექტით, ვფიქრობ, შეგვიძლია გავხდეთ ერთ-ერთი უნიკალური მიმართულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ასეთი ფორმატით მოგაზაურობის საშაულებას მისცემს ტურისტებს ჩვენთვის სტრატეგიული ქვეყნებიდან“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.