მარიამ ქვრივიშვილი - მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა თითოეული მათგანის ხმა აისახოს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებაში
მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა თითოეული თქვენგანის ხმა აისახოს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებაში, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მილიონ 160 ათასმა ამომრჩეველმა, აქტივობა არის საკმაოდ მაღალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
„საარჩევნო პროცედურები კვლავაც წარიმართება კანონმდებლობის დაცვით. მოხარული ვართ, რომ არ ფიქსირდება რაიმე არსებითი დარღვევა, რისთვისაც მადლობას ვუხდით საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და მოქალაქეს, საარჩევნო ადმინისტრაციას მისცენ პროცედურების მშვიდად წარმართვის, ხოლო ამომრჩეველს – ხმის მშვიდ გარემოში მიცემის შესაძლებლობა. კენჭისყრის დასრულებამდე ოთხ საათზე ნაკლები დარჩა. მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა თითოეული თქვენგანის ხმა აისახოს ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვებაში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.