მარიამ ხაჭვანის ფილმის, „დედეს" ჩვენება პირველი ივნისიდან ესპანეთის შვიდი ქალაქის კინოთეატრებში დაიწყება
რეჟისორ მარიამ ხაჭვანის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი „დედე” პირველი ივნისიდან ესპანეთის შვიდი ქალაქის კინოგაქირავებაში ჩაეშვება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
“დედე” კარლოვი ვარის კინოფესტივალის ჟიურის პრიზის მფლობელია.
ფილმის დიდი ნაწილი სვანურ დიალექტზეა და მასში მონაწილე ყველა მსახიობი სვანია.
მთავარ როლებს ასრულებენ ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი და ნუკრი ხაჭვანი.
კინოპროექტი „დედე” ეროვნული კინოცენტის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.
„დედეს” საპილოტე ვერსიამ სახელწოდებით “დინოლა”, 18 საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზების მოპოვება შეძლო.