მარიამ ჯიშკარიანი - დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე სიტუაციის სიმძიმეს
ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია.
„ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს“, – ნათქვამია განცხადებაში.