მარიამ ჯაში - საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება თანამშრომლობს ეკლესიასთან, მაგრამ არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში
მარიამ ჯაში - საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება თანამშრომლობს ეკლესიასთან, მაგრამ არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, ჩვენ ველოდებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომელსაც სეკულარიზმის პრინციპებიდან გამომდინარე სრულად გავიზიარებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, საქართველო არის სეკულარული სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს ეკლესიასთან, მაგრამ არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.

„ბუნებრივია, ჩვენ მივესალმებით მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებულ პოზიციას, ჩვენ ველოდებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომელსაც სეკულარიზმის პრინციპებიდან გამომდინარე სრულად გავიზიარებთ”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.