მარიამ ჯაში - მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი პრინციპული არჩევანი გააკეთა
მინდა, ხაზი გაუსვა, რომ ეს გახლდათ პრინციპული არჩევანი და გახლავთ ქართველი ხალხის გამარჯვება, დღეს არ ვსაუბრობთ კონკრეტული კანდიდატების და ძალების გამარჯვებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა განაცხადა.
მარიამ ჯაშმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო, თითოეულ ამომრჩეველს და საზოგადოების თითოეულ წევრს, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა მეორე ტურში და საკუთარი პრინციპული არჩევანი დააფიქსირა. ბუნებრივია, ჩვენ ველოდებით პროცედურის თანახმად ხმების დათვლის პროცედურის დასრულებას. დიდი ალბათობით დადასტურდება შედეგი, რომელიც გვაჩვენა ეგზიტპოლმა. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს გახლდათ პრინციპული არჩევანი და ეს გახლავთ ქართველი ხალხის გამარჯვება. დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტული კანდიდატებისა და ძალების გამარჯვებაზე. ეს არის ხალხის გამარჯვება, რომლის წინაშე კიდევ უფრო მეტად ანგარიშვალდებული იქნება, როგრც მომავალი პრეზიდენტი, ასევე სახელისუფლებო ძალა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.