მარიამ ჯაში - ეკა ბესელიას ფრაქციიდან გარიცხვის საკითხი არ დგას დღის წესრიგში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაა დაგეგმილი.
როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა, სხდომაზე ეკა ბესელიას მიერ იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების საკითხსაც განიხილავენ.
„ეკა ბესელიას გადაწყვეტილების გარშემო იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია. ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი არ დგას დღის წესრიგში. ვფიქრობ, თითოეულ ჩვენს წევრს აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
„ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა მიმდინარეობს.