მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ პერუს კინოფესტივალზე დააჯილდოვეს
მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“ პერუს კინოფესტივალზე Festival de cine Al Este დააჯილდოვეს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მან საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო აიღო.
„სანამ მამა დაბრუნდება“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით კი, ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს.
„სანამ მამა დაბრუნდება“ ორი მოზარდი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს. მოვლენები პანკისის ხეობაში ვითარდება.