პირველი არხის თანამშრომელს, ჩვენს მეგობარს და კოლეგას, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა. დიაგნოზის გათვალისწინებით, მუდმივად საჭიროებს კვლევებს, რეაბილიტაციასა და კონტროლს. მარიამს ბოლოს, 2022 წლის ზაფხულში ფილტვსა და გულთან არსებული მეტასტაზები ამოკვეთეს, რის შემდეგაც გადიოდა მუდმივ რეაბილიტაციის კურსს. სამწუხაროდ, დაავადებამ კვლავ რეციდივი მოგვცა, ამჯერად მას სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია და დამატებითი კვლევები, რომლებიც საქართველოში არ ტარდება, ამიტომ მარიამი სასწრაფოდ თურქეთში უნდა გაემგზავროს.
ყველას, ვისაც გაქვთ მარიამის მხარდაჭერის შესაძლებლობა და სურვილი, თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომერზე GE96TB7722645061600017, მიმღები: მარიკა ჭელიძე