ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე საფრანგეთში მიმდინარე პუატიეს ტურნირზე წყვილთა თანრიგში ფინალში იასპარეზებს. ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სამანტა მიურეი ნახევარფინალში ბარნეტი/ნიკოლსკის წყვილს შეხვდნენ და მეტოქეები ორ სეტში ანგარიშით 6:4 6:0 დაამარცხეს.
ბოლქვაძე და მიურეი ფინალში ფრანგულ წყვილს, ელბი/ჟანჟანს დაუპირისპირდებიან. დღეს ქართველმა ჩოგბურთელმა პუატიეს ტურნირზე ერთეულთა თანრიგში მეოთხედფინალში ითამაშა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფრანგ პაკესთან დამარცხდა და წარმატების მიღწევას წყვილებში შეეცდება.