მარიამ ბოლქვაძე დღეს ალტენკირხენის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე დღეს ალტენკირხენის ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე გერმანიის ქალაქ ალტენკირხენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში დღეს ითამაშებს.

24 წლის მარიამი, რომელიც WTA-ს რეიტინგში 168-ე პოზიციაზეა, მეოთხედფინალში გერმანელ ნასტასია მარიანა შნუკს (299) შეხვდა და მეტოქე სამ სეტში, 3:6, 6:4, 6:4 დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის ნახევარფინალში ბელგიელ გრეტი მინენს შეხვდება, რომელიც შეჯიბრზე პირველ ნომრადაა განთესილი.

ალტენკირხენის ტურნირზე ბოლქვაძე წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობს, სადაც ქართველი სამანტა მარი შარანთან ერთად ფინალში ითამაშებს. მარიამი და მისი მეწყვილე პირველი ადგილისთვის შვეიცარიელების, სუსან ბანდეჩისა და სიმონა ვალტერტის დუეტს დაუპირისპირდებიან.