მარიამ ბოლქვაძე წყვილებში ალტენკირჰენის ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე წყვილებში ალტენკირჰენის ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ ალტენკირჰენში ITF-ის ეგიდით მიმდინარე ტურნირზე წყვილთა თანრიგის ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ და ბრიტანელმა სამანტა მარეიმ შვეიცარიულ დუეტს ორ სეტში 6:3 7:5 სძლიეს და შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ.

ორივე სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ქართულ/ბრიტანული წყვილი პირველ სეტს 1:3 აგებდა, თუმცა ამის შემდეგ მეტოქის სამი ჩაწოდება აიღო და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.მეორე სეტიც საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ, ბოლქვაძე/მარეის დუეტის სასარგებლოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძემ ალტერკინჰენში ერთეულთა თანრიგშიც იასპარეზა, მაგრამ ნახევარფინალში ბელგიელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა.