რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბორის ჯონსონს „დიპლომატიის ნოვიჩოკი“ უწოდა.
მარია ზახაროვამ Facebook-ში კომენტარი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ დაწერა.
ბორის ჯონსონმა რუსეთი სერგეი სკრიპალის მოწამვლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„რატომ სჭირდება ბრიტანეთის დიპლომატიის ნოვიჩოკს ყალბი ინფორმაციები და თავდასხმები? პასუხი ნათელია – არ არსებობს არავითარი ფაქტები“, – წერს ზახაროვა.
ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მარტის დასაწყისში გაუარესდა.
4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, სერგეი სკრიპალი უგონონო მდგომარეობაში იპოვეს. ბრიტანეთმა სკრიპალის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა. ბრიტანეთში ამბობენ, რომ სკრიპალის მოსაწამლად ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც საბჭოთა კავშირში 1970-იან წლებში გამოიგონეს. აღნიშნული ნივთიერება „ნოვიჩოკის“ სახელითაა ცნობილი, თუმცა სიტყვა რუსულად „ახალბედას“ ნიშნავს.