მარია ზახაროვა - ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ არის კატასტროფის გეგმა უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის
მოსკოვში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ნატო-ს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისკენ უბიძგებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, უკრაინა თავისი გეგმით დაჟინებით მოითხოვს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვის მიღებას.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის გეგმის ერთ-ერთი პუნქტი არის მორიგი ისტერიკა უკრაინის ნატო-ში მიწვევაზე, რომელიც, ზელენსკის თვალსაზრისით, უნდა იყოს მონდომების მტკიცებულება და აჩვენოს, თუ როგორ ხედავენ პარტნიორები უკრაინას „უსაფრთხოების არქიტექტურაში“.
„ეს არ არის ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“, ეს არის „კატასტროფის გეგმა“ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.