მარია ზახაროვა - ვადები და სხვა საკითხები, რაც ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განთავსებას ეხება, განისაზღვრება კოლეგებთან ერთად
რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ყოფნის ვადებს ბაქოსთან ერთად განსაზღვრავენ.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
„ვადები და სხვა საკითხები, რაც რეგიონში რუსი სამშვიდობოების განთავსებას ეხება, განისაზღვრება კოლეგებთან ერთად, როგორც ეს მანამდეც ვთქვით. თუ ვსაუბრობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე, მაშინ აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, ადგილზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“, – განაცხადა ზახაროვამ.