სომხეთში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება.
„ხალხი, რომელსაც აქვს ძალა, ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ გაიყოს და კატეგორიული უთანხმოების მიუხედავად ერთმანეთის მიმართ პატივისცემა შეინარჩუნოს, დიდი ხალხია. სომხეთო, რუსეთი მუდამ შენთანაა!“, – წერს მარია ზახაროვა.
სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანიანი მართალი იყო.
ერევანში სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობდა.