მარია ზახაროვა - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
მარია ზახაროვა - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

მისი თქმით, რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე და ვალდებულებები არ ეკისრება.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის, სამართლებრივი თვალსაზრისით. რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე და ვალდებულებები არ ეკისრება. ამ ორგანოსთან რუსეთი არ თანამშრომლობს. დაპატიმრების შესაძლო „რეცეპტები“ კი, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოდან მოდის, ჩვენთვის იურიდიულად ძალადაკარგულია“, – აცხადებს ზახაროვა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.