მარია ზახაროვა - საქართველოში 2008 წელს არსებულ ვითარებაზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა
მარია ზახაროვა - საქართველოში 2008 წელს არსებულ ვითარებაზე ჰააგის სასამართლოს გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა

მარია ზახაროვას თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის მიერ საქართველოში 2008 წელს არსებულ ვითარებაზე ჩატარებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადებაში.

„14-წლიანი მუშაობის შემდეგ გამომძიებლებმა, რომლებიც არ ერკვეოდნენ რეგიონის სპეციფიკაში, მაგრამ მორჩილად ასრულებდნენ დასავლელი მურვეების პოლიტიკურ დაკვეთას, თავდაყირა დააყენეს ვითარება და ცინიკურად გამოიყვანეს კონფლიქტში დაზარალებული მხარე დამნაშავედ. შედეგად გაიცა დაკავების სამი ორდერი სამხრეთ ოსეთის სამი მოქალაქეზე, რომელთაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობაც. მათ ეთნიკური ქართველების მითიურ შევიწროებაში დასდეს ბრალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ზახაროვას თქმით, ჰააგის საერთაშორისო სასამართლო არ დაინტერესებულა „საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი ცხინვალის ბარბაროსული დაბომბვითა და რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმით“.

რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მოსკოვი არ თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან.