მარია ზახაროვა - რუსული სამხედრო ოპერაცია არ ისახავს მიზნად უკრაინაში ხელისუფლების დამხობასა და მისი სახელმწიფოებრიობის განადგურებას
მარია ზახაროვა - რუსული სამხედრო ოპერაცია არ ისახავს მიზნად უკრაინაში ხელისუფლების დამხობასა და მისი სახელმწიფოებრიობის განადგურებას

რუსული სამხედრო ოპერაცია უკრაინაში არსებული ხელისუფლების დამხობას და მისი სახელმწიფოებრიობის განადგურებას არ ისახავს მიზნად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის დაცვა, ქვეყნის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე რუსეთის სამხედრო საფრთხეების აღმოფხვრა.

ზახაროვას განცხადებით, 7 მარტს მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული. კერძოდ, ეს ეხებოდა ჰუმანიტარულ დერეფნებს საბრძოლო ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასასვლელად.

„დასახული მიზნები უკრაინის სუვერენიტეტის საწყისებთან დასაბრუნებლად, რაც დამოუკიდებლობის დეკლარაციაშია ჩაწერილი, რომელშიც გამოცხადდა მისი ნეიტრალური სტატუსი და რუსეთთან თანამშრომლობა, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, შესრულდება და უმჯობესია, ეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოხდეს. ჩვენ ველით, რომ უკრაინის ხელისუფლება იგივე პოზიციებს დაიცავს“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.