მარია ზახაროვა - რუსეთი კვლავ ღიაა დიალოგისთვის დასავლურ ქვეყნებთან, თუმცა მათ მრავალი წლის განმავლობაში თავად არ სურდათ მინსკის შეთანხმებების შესრულების ხელშეწყობა
რუსეთი კვლავ ღიაა დიალოგისთვის დასავლურ ქვეყნებთან, თუმცა მათ თავად მრავალი წლის განმავლობაში არ სურდათ მინსკის შეთანხმებების შესრულების ხელშეწყობა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ „კომსომოლსკაია პრავდას“ რადიოს ეთერში განაცხადა.
„ღია ტყუილის, სიცრუისა და ცილისწამების ჩვენთვის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით დიალოგს, მოლაპარაკებებს“, – განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ პირველი მინსკის შეთანხმებები მოსკოვის მიერ იყო ინიცირებული.
„ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს მოლაპარაკებების პროცესს. თუმცა მაპატიეთ, შეიძლება კითხვა დავსვა: მთელი ეს წლები რამდენი მოწოდება შეიძლება? კარგი, რამდენიმე თვე, ერთი წელი, მაგრამ რვა წელი ხომ არ შეიძლება მოუწოდებდე ერთსა და იმავესკენ, იმის შესრულებისკენ, რაზეც ხელი მოაწერეს, რაზეც თავდებად დადგნენ დასავლელი პარტნიორები და ხელი მოაწერეს უკრაინის კონფლიქტის მხარეებმა“, – განაცხადა ზახაროვამ.