მარია ზახაროვა - მოსკოვი არ ეთანხმება თბილისის პოზიციას, რომ ნატო-სთან ერთობლივი სწავლება შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად
მოსკოვი არ ეთანხმება თბილისის პოზიციას, რომ ნატო-სთან ერთობლივი სწავლება შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ არ შეგვიძლია, დავეთანხმოთ განცხადებებს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, რომ ეს სწავლება მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერას. სტაბილურობა და უსაფრთხოება კონსტრუქციული დიალოგია და არა ვერტმფრენები და ტანკები“, – განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ სწავლების ნამდვილი ამოცანა აფხაზეთზე, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთზე ძალისმიერი ზეწოლის დემონსტრირებაა, რომლის შედეგებს მილიტარისტული განწყობების გაღვივება და დაძაბულობის გარდაუვალი ესკალაცია წარმოადგენს.