მარია ზახაროვა - ძნელი დასაჯერებელია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო, გასულ პარასკევს მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა
მარია ზახაროვა - ძნელი დასაჯერებელია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო, გასულ პარასკევს მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა

უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო, გასულ პარასკევს მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ჩქარობდა პასუხისმგებლობის დაკისრებას „ისლამურ სახელმწიფოზე“.

„კოლექტიური დასავლეთის ეჭვების მოსაშორებლად, მათ სასწრაფოდ სჭირდებოდათ რაღაცის მოფიქრება, ამიტომ მათ მიმართეს „ისლამურ სახელმწიფოს“ და, ფაქტობრივად, ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ მედიამ დაიწყო სწორედ ამ ვერსიების გავრცელება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად დაღუპულია 139 ადამიანი, ხოლო დაშავდა 182. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.