მარია ზახაროვა აცხადებს, რომ თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოლდოვაში არშეშვების გამო რუსეთი ქვეყნის გადაწყვეტილებას მორიგ არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს
მარია ზახაროვა აცხადებს, რომ თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის მოლდოვაში არშეშვების გამო რუსეთი ქვეყნის გადაწყვეტილებას მორიგ არამეგობრულ ნაბიჯად აფასებს

რუსეთმა თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რუსტამ მინიხანოვის მოლდოვაში არშეშვების გამო ქვეყანა „მორიგ არამეგობრულ ნაბიჯში“ დაადანაშაულა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ ვაფასებთ მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებას როგორც მორიგ არამეგობრულ ნაბიჯს არა მხოლოდ თათრეთის, არამედ რუსეთის მიმართაც. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ანტირუსული კურსი ვერ იპოვის მხარდაჭერას მოლდოვის საზოგადოების ფართო წრეებში“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მარია ზახაროვამ მოუწოდა მოლდოვის ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებისკენ. მისივე თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს რუსეთთან ადამიანური კონტაქტების განვითარებას.

ცნობისთვის, თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რუსტამ მინიხანოვი ევროკავშირის, აშშ-ისა და კანადის სანქციების ქვეშ იმყოფება. ის არის კომპანია „ტუპოლევის“ თავმჯდომარე, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის სტრატეგიულ ბომბდამშენებს აწარმოებს.