მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსულმა „კალიბრმა“ ოდესის პორტში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულმა „კალიბრმა“ ოდესის პორტში სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურა.
რუსული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რაკეტებმა „კალიბრმა“ ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს, მაღალი სიზუსტის დარტყმით გაგზავნეს რა უკრაინული სამხედრო გემი კიევის რეჟიმის საყვარელ მისამართზე“, – წერს ზახაროვა.