მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი უარს აცხადებს უკრაინის საკითხზე მეორე სამშვიდობო სამიტში მონაწილეობაზე
რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას „მეორე სამშვიდობო სამიტში“, რომლის ჩატარებასაც უკრაინა გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„რუსეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ და არც აპირებენ მონაწილეობას „ბურგენშტოკის პროცესის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში
ზახაროვამ ასევე დაადანაშაულა უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება „რუსეთისთვის კაპიტულაციის ულტიმატუმის წაყენების“ განზრახვაში.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მომდევნო გლობალური სამშვიდობო სამიტის ორგანიზატორები ამ შეხვედრაზე რუსეთის მოწვევასაც აპირებენ.
როგორც ზელენსკიმ „სიენენთან“ ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინის გაძლიერება აუცილებელია რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებზე პოზიციების გასაუმჯობესებლად.
„დიპლომატიური გადაწყვეტილებები კარგია, როდესაც ძლიერი ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი არ იქნება დაინტერესებული ომის შეწყვეტით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.