მარია ზახაროვა აცხადებს, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის
მარია ზახაროვა აცხადებს, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზად არის

რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის არსებული რეალობის გათვალისწინებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე.

„ჩვენ კვლავინდებურად ღია ვართ მოლაპარაკებისთვის, მასზე უარი არასდროს გვითქვამს. მზად ვართ მათ გასამართად, ცხადია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ამ მომენტისთვის იქმნება“, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.