მარია ზახაროვა - 7 თებერვალს აშშ-ის კოალიციის დაბომბვების შედეგად სავარაუდოდ რუსეთის ხუთი მოქალაქე დაიღუპა
7 თებერვალს აშშ-ის კოალიციის დაბომბვების შედეგად სავარაუდოდ რუსეთის ხუთი მოქალაქე დაიღუპა – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა. მარია ზახაროვას თქმით, დაღუპულთა ეროვნება საბოლოოდ ჯერ კიდევ დასადგენია, თუმცა ისინი რუსეთის შეიარაღებულ ძალების ჯარისკაცები არ იყვნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სირიაში ასობით რუსის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კლასიკური დეზინფორმაციაა.
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო არმიის ჯარისკაცებისა და სავარაუდო რუსი კერძო კონტრაქტორებისგან შემდგარი 500 კაციანი ჯგუფი სირიაში აშშ-ისა და ქურთების პოსტებს დაესხა თავს. სხვადასხვა ინფორმაციით, საპასუხო ცეცხლის შემდეგ დაჯგუფებამ დიდი დანაკარგები განიცადა.