მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ პლიაჟზე საკრივო ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.
„უკვე დამავიწყდა, როგორი ხისტი შემიძლია ვიყო. მომენატრა ვარჯიშები ღია ცის ქვეშ. მადლობა, რომ შენი წყალობით ასეთი მეცადინეობები მხიარული გამოდის“, – „ინსატგრამის“ მეშვეობით თავის მწვრთნელს მიმართა შარაპოვამ.
შეგახსენებთ, რომ მარია კარიერა თებერვალში დაასრულა. ის „დიდი სლემის“ ტურნირების ხუთგზის ჩემპიონია, სულ კი WTA-ის 36 ტურნირი აქვს მოგებული.