მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ 8.6 მილიონ დოლარად შეიძინა რანჩო სამერლენდში.
როგორც ამერიკული პრესა წერს, შარაპოვამ კალიფორნიის შტატში სანტა ბარბარას გარეუბანში შეიძინა ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთი. მასში განთავსებულია სამი საცხოვრებელი სახლი, თავლა და 56 ათასი ლიტრი მოცულობის წყლის რეზერვუარი.
გასულ კვირას, ჟურნალმა „ფორსბმა“ მარია შარაპოვა ამერიკის შეერთებული შტატების 40 წლამდე უმდიდრესი ქალების რეიტინგში შეიყვანა. რუსი ჩოგბურთელის ქონება 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ შარაპოვამ თებერვალში გამოაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. ის „დიდი სლემის“ ტურნირების ხუთგზის ჩემპიონია, ჯამში კი 36 ტიტული აქვს მოგებული.