მარგველაშვილის პასუხი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე - მსურს, ვემსახურო ჩემს სამშობლოს სამიტებზეც და სამიტებს გარეთაც
მარგველაშვილის პასუხი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე - მსურს, ვემსახურო ჩემს სამშობლოს სამიტებზეც და სამიტებს გარეთაც

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადებს, იყრის თუ არა კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში, პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„აი, დავრუნდები სამიტის შემდეგ და ვიტყვი. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე საქართველოსთვის ოპტიმისტური განცდა მაქვს. მსურს, ვემსახურო ჩემს სამშობლოს იქ, სადაც საჭიროა, სამიტებზეც და სამიტებს გარეთაც. ყველა ფორმატში მინდა შევძლო ვემსახურო საქართველოს, ჩემს სამშობლოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე – გსურთ თუ არა ისევ პრეზიდენტობა, მარგველაშვილი პასუხობს, რომ  – „ძალიან პიროვნული კითხვა ამ სამიტის კონტექსტში“.

გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმყოფება.