მარგუს ცაჰკნა - შეძრწუნებულები ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, არ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა ევროპული ინტეგრაციის გზაზე და დატოვოს საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.
„ჩვენ შეძრწუნებულები ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით არ გამოეყენებინა ისტორიული შესაძლებლობა ევროპული ინტეგრაციის გზაზე და დატოვოს საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით“, – წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.