მარგარეტა სიდერფელდი - მოხარული ვართ, რომ დავაკვირდებით პროცედურების სისწორეს, უზურნველვყოფთ, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური, გამჭვირვალე და ჰქონდეს ხალხის ნდობა
მარგარეტა სიდერფელდი - მოხარული ვართ, რომ დავაკვირდებით პროცედურების სისწორეს, უზურნველვყოფთ, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური, გამჭვირვალე და ჰქონდეს ხალხის ნდობა

მოხარული ვართ, რომ დავაკვირდებით პროცედურების სისწორეს, უზურნველვყოფთ, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური, გამჭვირვალე და ჰქონდეს ხალხის ნდობა, – ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის წევრმა, მარგარეტა სიდერფილდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ყველა, რადგან ის ქარველი ხალხის ნებას წარმოადგენს.

„მე აქ IRI-ს სახელით ვიმყოფები და ვაკვირდები არჩევნებს. ეს ჩემთვის საქართველოში პირველი ვიზიტი არ არის. 2008 წლიდან ვაკვირდები აქ არჩევნებს, მანამდე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სახელით. ჩვენ დილიდან ვიხილეთ საარჩევნო უბნების გახსნა და განვაგრძობთ დაკვირვებას მთელი დღის განმავლობაში დახურვის პროცედურებამდე. ეს მნიშვნელოვანი არჩევნებია, როგორც ყველა არჩევნები, რადგან ის წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. მოხარული ვართ, რომ დავაკვირდებით პროცედურების სისწორესა და სანდოობას. ჩვენ გავაგრძელებთ უზრუნველყოფას, რომ არჩევნები იყოს ლეგიტიმური, ჰქონდეს ხალხის ნდობა და იყოს გამჭვირვალე – ყველა არჩევნები საჭიროებს გამჭვირვალობას. ვუსურვებ საქართველოს წარმატებას, – აღნიშნა სიდერფელდმა.