მარეკ შჩიგელი აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის, დროებით უზრუნველყოს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლების განთავსება
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლების განთავსების შესახებ.
როგორც შჩიგელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მისია მზად არის 40 დამკვირვებლის გასაგზავნად.
„საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის და მოხარულია, დროებით უზრუნველყოს რესურსებით, მათ შორის 40 დამკვირვებლით, აზერბაიჯანთან საერთაშორისო საზღვარზე, სომხურ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო შესაძლებლობები. ჩვენ ოპერატიულ ზომებს ვიღებთ, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საქმიანობის გაგრძელება ყველა მიმართულებით“, – წერს მარეკ შჩიგელი.