მარეკ ჰამშიკი მარადონას გაუთანაბრდა, „ნაპოლი“ ისევ ლიდერია
მარეკ ჰამშიკი მარადონას გაუთანაბრდა, „ნაპოლი“ ისევ ლიდერია

იტალიის სერია A-ში ლიდერობა დაიბრუნა „ნაპოლიმ“, რომელმაც მე-17 ტურში სტუმრად 3:1 დაამარცხა “ტორინო”.
ნეაპოლელებს მატჩის ბედი უკვე 30-ე წუთისთვის ჰქონდათ გადაწყვეტილი, როცა კულიბალის, ზელინსკისა და ჰამშიკის გოლებით 3:0 დაწინაურდნენ. “ტორინოს” მხრიდან 63-ე წუთზე ერთი გოლი ანდრეა ბელოტიმ გაქვითა.

მარეკ ჰამშიკისთვის ეს იყო 115-ე გოლი “ნაპოლის” რიგებში, რითაც მან გაიმეორა ლეგენდარული არგენტინელის დიეგო მარადონას რეკორდი.

ამ მოგებამ “ნაპოლის” საშუალება მისცა, ისევ ჩადგომოდა სათავეში გათამაშების ცხრილს. ამ გუნდს 42 ქულა აქვს და ორი ქულით უსწრებს “ინტერს”, რომელმაც მე-17 ტურში შინ 1:3 წააგო “უდინეზესთან“.