ბრიტანელი ენდი მარეისთვის კორტზე დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე ტრავმირებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეცვალა და ნახევარფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შეხვდა.
ამ მატჩში ბრძოლა არ შედგა. პირველ სეტში ესპანელი დომინირებდა და 6:2 მოიგო, მეორე სეტი კი არ გაიმართა – მარეიმ ტრავმა მოიმიზეზა და თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
ბაუტისტა აგუტი ფინალში სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს შეხვდება, რომელმაც მანამდე ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა – 6:3, 7:6.
ენდი მარეიმ შარშანდელი სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა.