მარცხი ჯგუფის გამარჯვებულთან - „ბასიანმა“ რეგიონთა თასზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს სამოყვარულო ლიგის ჩემპიონმა „ბასიანმა“ რეგიონთა თასზე ბოლო შეხვედრა „ზენიცასთან“ გამართა, 2:4 დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
ბოსნიაში გამართული რეგიონთა თასის ძირითადი ეტაპის მესამე ტურამდე „ბასიანმა“ ორივე მატჩი წააგო, მესამეში კი მასპინძელ „ზენიცას“ შეხვდა, რომელსაც ელიტ რაუნდში გასვლის შანსი ჰქონდა.
ბოსნიელები იუპიჩის გოლით 24-ე წუთზე დაწინაურდნენ. მართალია, ხიდეშელმა (44) ტაიმის ბოლსო ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ იუპიჩმა (45) ერთ წუთში დუბლი შეასრულა და ტაიმი ბოსნიელებმა 2:1 მოიგეს.
მეორე ტაიმიც „ზენიცას“ უპირატესობით წარიმართა. შიერკიჩი (59) მასპინძელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. „ბაისანმა“ გაიბრძოლა და სილაკაძემ (71) სხვაობა შეამცირა, მაგრამ ჰაიდიჩმა (77) მეოთხეც გაიტანა და „ზენიცამ“ გაიმარჯვა.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ცენტრალ სქოტლანდი“, რომელიც მანამდე გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი იყო, ბიკატ ჰაიარდენის „ჰაპოელთან“ 1:8 დამარცხდა და ელიტ რაუნდში 7 ქულით „ზენიცა“ გავიდა, „ბასიანმა“ კი გამოსვლა უქულოდ დაასრულა და მე-4 ადგილზეა.