კალენდარული წლის მიწურულს, სხვადასხვა დასავლური გამოცემა საუკეთეს ფეხბურთელებსა და სპორტსმენებს ასახელებს, ესპანურმა გამოცემა Marca-მ კი ტრადიციას არ უღალატა და პოზიციების მიხედვით 2017 წლის ყველაზე ცუდი ფეხბურთელები დაასახელა.
წლის ყველაზე ცუდი მეკარეა “მანჩესტერ სიტისა” და ჩილეს ნაკრების კარის დარაჯი კლაუდიო ბრავო. ყველაზე ცუდ მცველად მიიჩნიეს მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი ფაბიო კოენტრაო.
ნახევარმცველებს შორის გამოარჩიეს “სუონსის” ფეხბურთელი რენატუ სანჩესი, რომელიც ერთი წლით ადრე, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს. ყველაზე ცუდ ფორვარდად კი მიიჩნეულია “ფენერბაჰჩეს” თავდამსხმელი ვინსენტ იანსენი, რომელმაც ჩააგდო კარიერის ინგლისური ნაწილი.