მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ბოლო ორი კვირაა სახლის ძიებით არის დაკავებული ქალაქ ტურინში, – იტყობინება გაზეთი Marca. ეს მიუთითებს უახლოეს პერიოდში პორტუგალიელი ვარსკვლავის ტურინის “იუვენტუსში” ტრანსფერზე.
უფრო ადრე, “იუვენტუსის” ყოფილმა პრეზიდენტმა ლუჩანო მოჯიმ გამოაცხადა, რომ რონალდუმ მიუნხენში გაიარა სამედიცინო შემოწმება და უკვე მოაწერა ხელი ტურინულ კლუბთან კონტრაქტს.
`ვფიქრობ, მიუნხენში შემოწმების გავლის შემდეგ, მას უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტი”, – დაწერა საკუთარ “ტვიტერზე” მოჯიმ.
პრესის ინფორმაციით, “იუვენტუსი” 33 წლის ფორვარდში დაახლოებით 100 მილიონ ევროს გადაიხდის. პორტუგალიელის ხელფასი ერთ სეზონში 30 მილიონ ევროს მიაღწევს.