“ლიონის” ფრანგი ნახევარმცველის ნაბილ ფეკირის შედეგიანი თამაში “ბარსელონას” შეუმჩნეველი არ დარჩენია.
კატალონიური გრანდის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე მატჩია აკვირდებიან ფეკირის თამაშს და მის გადაბირებაზეც სერიოზულად ფიქრობენ.
“ბარსელონას” მთავარი სამიზნე კვლავაც ლივერპულელი ფილიპე კოუტინიოა, რომლის შეძენასაც კლუბი ზამთარში აპირებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ბრაზილიელის ტრანსფერი არ შედგება, მაშინ ფეკირის შეძენა აქტუალური საკითხი გახდება.
2017-18 წლების სეზონის 14 მატჩში ნაბილ ფეკირის 10 გოლი და სამი საგოლე პასი აქვს. Transfermarkt 24 წლის ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს.