დიეგო არმანდო მარადონა ბრესტის “დინამოში” იმუშავებს, – სიახლე ბელარუსის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის კლუბის ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი.
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ამ დაბალი დონის კლუბის პრეზიდენტობას დათანხმდა.
მარადონამ “დინამოში” მუშაობის შესახებ ინფორმაცია instagram- ზე თავად დაადასტურა: “მე ხელი მოვაწერე კონტრაქტს და ბრესტის “დინამოს” პრეზიდენტი გავხდი. დიდი მადლობა ნდობისთვის”.
“დინამოს” პრესსამსახურის ცნობით, მარადონამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის დირექტორატს უხელმძღვანელებს.
არგენტინელი კლუბის სტრატეგიულ და სტრუქტურულ განვითარებაზე იზრუნებს, მათ შორის ბავშვთა აკადემიაზეც, მოვალეობის შესრულებას კი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუდგება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მარადონა “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ან სპორტის დირექტორი გახდებოდა.