მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა სოციალური ქსელის საშუალებით განცხადებას ავრცელებს. გუშინ, არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის მატჩის დასრულებისთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვეტერანი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა თავად 1986 წელის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული ამ განცხადებას უარყოფს.
‘საავადმყოფოში არავის გადავუყვანივარ. საქმე იმაშია, რომ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში კისერი მტკიოდა, შემდეგ კი თავი ცუდად ვიგრძენი. შესვენების დროს ექიმებმა გამსინჯეს და მითხრეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ სახლში წავიდოდი. როგორ უნდა წავსულიყავი, როცა მეორე ტაიმი წინ იყო? საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. ბოდიშს ვიხდი, თუ ვინმე შევაშინე და მადლობა მხარდაჭერისთვის’, – აცხადებს ფეხბურთელი.