მარადიშვილის მამა უარყოფს - ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში თამაშს არ აპირებს #1TVSPORT
მარადიშვილის მამა უარყოფს - ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში თამაშს არ აპირებს #1TVSPORT

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველის, კონსტანტინე მარადიშვილის მამამ, კობა მარადიშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში თამაშს გეგმავს. მისი თქმით, 23 წლის ნახევარმცველი საქართველოში სათამაშოდ საჭირო საბუთებს არ აგროვებს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში გაზრდილი „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი სპორტული მოქალაქეობის შეცვლასა და საქართველოს პასპორტის აღებას აპირებს.

მიმდნარე სეზონში მარადიშვილმა „ლოკომოტივში“ 20 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მარადიშვილმა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ექვსი მატჩი ჩაატარა.