ალექსანდრე იაშვილი - კონსტანტინე მარადიშვილთან დაკავშირებით ის პრობლემაა, რომ მან უკვე ითამაშა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - კონსტანტინე მარადიშვილთან დაკავშირებით ის პრობლემაა, რომ მან უკვე ითამაშა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა იმ მოთამაშეების პრობლემებზე, რომელთა საქართველოს ნაკრებში თამაშსაც ველოდებოდით, მაგრამ ჯერ ამის უფლებას მათ ფიფა არ აძლევს.

„ჩვენი მიზანია, ჩამოვიყვანოთ ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ქართველია და ჩვენს ქვეყანასთან კავშირი აქვს. ამაზე ბევრს ვმუშაობთ. კონსტანტინე მარადიშვილთან დაკავშირებით ის პრობლემაა, რომ მან უკვე ითამაშა რუსეთის 21-წლამდელებში.

იმ დროს მას ორმაგი მოქალაქეობა რომ ჰქონოდა, ახლა პრობლემა არ ექნებოდა. სწორედ ამიტომ, ჯერ მისი დამატება ვერ ხერხდება.

რაც შეეხება ფლამარიონს, ფიფა ნატურალიზებისთვის ითხოვს, რომ ფეხბურთელს ქვეყანაში გადაბმულად ხუთი წელი ჰქონდეს ნათამაშები. ის კი ბათუმის „დინამოდან“ „როტორში“ იყო გადასული, სწორედ ეს ფაქტი ქმნის პრობლემას“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.